პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებს, რის შემდეგაც გრანტებს იღებენ და ამ ფულს პოლიტიკაში მოიხმარენ. პარლამენტის სპიკერი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, საკითხით დაინტერესდეს.
გარდა ამისა, პაპუაშვილი ამბობს, რომ IRI-ის ფულით "რევოლუციური სცენარის დანერგვის" დაფინანსება ხდება.
"გირჩის შემთხვევაში, დროას, სხვა პარტიების შემთხვევაში, ევროპულ საქართველოსაც ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. NGO-ს, რომელიც სინამდვილეში გირჩის პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.